ტრეინინგი

მიზნები და ამოცანები
  • ტრენინგების მიზანია საქართველოში საშუალო განათლების ხარისხის ამაღლება სასკოლო სასწავლო გეგმაში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირების გზით.
  • ინოვაციური სასწავლო მეთოდების დანერგვა, რომელიც საგანმანათლებლო ტექნოლოგიებსა და პრობლემაზე დაფუძნებული სასწავლო მიდგომების გამოყენებას მოიცავს;
  • არსებული საგანმანათლებლო ციფრული რესურსების და ტექნოლოგიების გამოყენება, ასევე მონაწილეობა მათ შექმნაში;
  • ტექნოლოგიების გამოყენებით ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სწავლება-სწავლისთვის გარემოს შექმნას;
  • პროფესიულ სასწავლო საზოგადოებებში მონაწილეობას, პრაქტიკოსებთან და ექსპერტებთან გამოცდილებისა და საუკეთესო მაგალითების გაზიარების მიზნით, მათ შორის ელექტრონული საზოგადოებების საშუალებით;


ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტრენინგების გამოყენება სასწავლო პროცესში
მე-2 დონის ტრენინგ კურსი ”ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში” მიზნად ისახავს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებაში საგნის მასწავლებლების ხელშეწყობას ეროვნული სასწავლო გეგმებისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად. კურსი 39 საათს მოიცავს, რომელიც 4 მოდულადაა დაყოფილი:

  • ისტ-ის როლი და შესაძლებლობები სასწავლო პროცესში;
  • ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილის მომზადება და განხორციელება;
  • ისტ-ით გამდიდრებული სასწავლო პროექტის მომზადება და განხორციელება;
  • პროფესიული განვითარება ისტ-ის საშუალებით.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გამოსცა ტრენინგის მეგზური სახელმძღვანელო "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში", სადაც აღწერილია ისტ-ის გამოყენების მეთოდოლოგია და ტექნიკური ინსტრუმენტები:

  • ტექსტური რედაქტორი;
  • ელექტრონული ცხრილები;
  • საპრეზენტაციო პროგრამა;
  • ცნების რუკის შესაქმნელი პროგრამა;
  • ინტერნეტში რესურსების მოძიების ხერხები;
  • ელექტრონულ ფოსტაზე რეგისტრაცია და გამოყენება;
  • დოკუმენტების გაზიარება ინტერნეტის საშუალებით;
  • ვებ-ბლოგებზე ინფორმაციის გამოქვეყნება;
  • საგანმანათლებლო რესურსების საცავში lemill.net-ზე ელექტრონული სასწავლო მასალების განთავსება და მოძიება.



ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი
”ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი” ტარდება საქართველოს ყველა რაიონში. ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჯარო სკოლის ნებისმიერი საგნის პედაგოგს, ვისაც ეს ტრენინგი ჯერ არ გაუვლია (გარდა პირველი კლასის დამრიგებლებისა). ტრენინგი 24 საათისგან შედგება (8 ტრენინგ დღე, დღეში 3 საათი). კურსი მიზნად ისახავს მასწავლებლებისთვის კომპიუტერთან მუშაობის ისეთი ელემენტარული უნარ-ჩვევების გამომუშავებას როგორებიცაა:

  • კომპიუტერის ჩართვა-გამორთვა;
  • მაუსთან და კლავიატურასთან მუშაობა;
  • ტექსტურ რედაქტორში მუშაობა;
  • მონაცემთა რედაქტირება ელექტრონულ ცხრილში;
  • ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება;
  • ელექტრონული ფოსტით სარგებლობა.

საბაზო კურსისთვის ტრენერების მიერ დამუშავდა და ცენტრის მიერ დაიბეჭდა სახელმძღვანელო „ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი მასწავლებლებისთვის“. სახელმძღვანელო უსასყიდლოდ გადაეცემათ საბაზო კურსის ტრენინგის მონაწილეებს.




პირველი კლასის დამრიგებლების ტრენინგი
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „ნეთბუქები პირველკლასელებისთვის“ ფარგლებში საქართველოს ყველა საჯარო სკოლის პირველი კლასის მასწავლებელსა და მოსწავლეს კომპანია „ინტელის“ მიერ წარმოებული და საქართველოში აწყობილი ნეთბუქი - „ბუკი“ გადაეცემა. სასწავლო პროცესში ნეთბუქების ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად ტრენინგები ჩატარდება იმ პირველი კლასის დამრიგებლებისთვის, რომლებიც 2012-2013 წელს პირველ კლასს მიიღებენ და ასევე იმ ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებისთვის ვინც პირველ კლასში შედიან.
ტრენინგი მიზნად ისახავს სასწავლო პროცესში „1:1 ელექტრონული სწავლების ინტეგრირებაში პირველი კლასის დამრიგებლების ხელშეწყობას ეროვნული სასწავლო გეგმისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად. კურსი 35 საათისგან შედგება და მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • „ბუკთან“ მუშაობა და ფიზიკური სტრუქტურის გაცნობა;
  • ტექსტურ რედაქტორში მუშაობა;
  • ინტერნეტში საგანმანათლებლო რესურსის ძიება;
  • ელექტრონული ფოსტა და დოკუმენტის გაცვლა/გაზიარების საშუალებები;
  • საპრეზენტაციო პროგრამა;
  • კლასის მართვის კომპიუტერული პროგრამის ადმინისტრირება;
  • ვიდეოს შექმნა;
  • ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილისა და სასწავლო პროექტის მომზადება;
  • შესაბამისი სასწავლო ელექტრონული რესურსის მომზადება;
  • 1:1 სასწავლო გარემოში გაკვეთილი და სასწავლო პროექტის განხორციელება შეფასება

ტრენინგი გაყოფილია სამ ეტაპად.